სადამკვირვებლო ორგანიზაციის "2020-ის" წარმომადგენლები ქვემო ბოლნისის 55-ე უბანზე, მასშტაბური დარღვევების გამოვლენის გამო, შედეგების ბათილად ცნობას და საუბნო კომისიის მდივნის, თამვჯდომარის და რეგისტრატორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.
"ჩვენი დამკვირვებლები დაგვიკავშირდნენ, გადავწვიტე, თბილისიდან ჩამოვსულიყავი, რათა უშუალოდ მენახა აქ მიმდინარე საარჩევნო პროცესი. როდესაც ჩავენაცვლე ჩვენს დამკვირვებლებს ერთ-ერთ ადმინისტრაციის წარმომადგენელს რამდენიმე პირადობის მოწმობა ეჭირა. ასევე, ერთი ადამიანი იყო, რომელმაც რამდენიმეჯერ მისცა ხმა.
ამის შემდეგ ჩვენი დამკვირვებლის მიერ დაწერილი საჩივარი, საუბნო კომისიის მდივანმა არ მიიღო და არ გაატარა.
ასევე, გარედან რამდენიმე სამარშრუტო ტაქსი მოიყვანეს, ადამიანები რამდენჯერმე აძლევდნენ ხმას, მაგრამ აქ არის მთავარი, რომ ჩვენ არ გვეძლევა საშუალება, შევასრულოთ ჩვენი უფლებამოსილება. ჩვენს დამკვირვებლებს არ მიეცა საშუალება ჩაებარებინა თავისი საჩივარი მდივნისთვის.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვთ, პირველ რიგში, ამ უბნის შედეგების ბათილად ცნობას და ამას ვამტკიცებთ ფოტო- და ვიდეომტკიცებულებებით.
ასევე ჩვენ მოვითხოვთ, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, დადგეს მდივნის, თავმჯდომარის და შესაბამისი რეგისტრატორის პასუხისმგებლობა", - ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი.